ადვოკატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადვოკატი
მომწოდებელი: თანასწორობის მოძრაობა
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
"თანასწორობის მოძრაობა" ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სამიზნე ჯგუფს ლგბტ ადამიანები და ქალები წარმოადგენს. "თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს ვაკანსიას საერთო ან სისხლის სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დატვირთვა: სრული (მოქნილი)
ხელფასი: 2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

იურისტის საქმიანობის მიზანია, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სამართლებრივი მომსახურების გაწევა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, სამართლებრივი მომსახურება განხორციელდება სამი ძირითადი საშუალებით:

1. კონსულტაციების სისტემა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს საველე კონსულტაციებს;
2. სამიზნე ჯგუფის უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე;
3. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობის მიღება სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების მომზადებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტების წინაშე წარსადგენად.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ბენეფიციარებისთვის უფასო, იურიდიული კონსულტაციის გაწევა ოფისში და საველე კონსულტაციებზე;
** პოლიციის, პროკურატურის, სახალხო დამცველის და სხვა შესაბამის საგამოძიებო და ადმინისტრაციულ ორგანოების, ასევე სასამართლო უწყებების წინშე ბენეფიციართა ინტერესების დაცვა;
** პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქმეების რეგულარულად დაამუშავება, მათ დოკუმენტირება და კატეგორიზაცია;
** სხვადასხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სახელმწიფო უწყებების შეხვედრებსა და დიალოგებში აქტიური მონაწილეობა;
** პროექტის განმავლობაში იურისტები პროექტის ხელმძღვანელთან ერთად შეარჩევენ ერთ სტრატეგიულ საქმეს, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს საერთო სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში ან/და ევროპულ ადამიანის უფლებათა სასამართლოში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატის სტატუსი საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
** ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობა;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი საქმიანობები:

საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის დავალებით თანამშრომელს შესაძლოა დაეკისროს დამატებითი ვალდებულებები - ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, ოფიციალურ და არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, ახალი პროექტის დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობის მიღება, მივლინებით გამგზავრება საქართველოს რეგიონებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ აპლიკაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@equality.ge დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის (subject) გრაფაში მიუთითოთ: ადვოკატი

აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისგან:

1. რეზიუმე (СV);
2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა;
3. ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო ან საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები.
4. საადვოკატო პრაქტიკიდან წარმატებული საქმეების მოკლე აღწერლობა (მაქსიმუმ 2 გვერდი)

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 თებერვალი

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, "თანასწორობის მოძრაობა" მოხლოდ არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე