მაღაზიის მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: TAC
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
საოჯახო ტექსტილის კომპანია TAÇ განაგრძობს ზრდას სწრაფი ტემპით. 2018 წლის მარტის თვეში იხსნება პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში და აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მაღაზიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** გააკონტროლოს მაღაზიის გამართულად მუშაობა;
** აღრიცხოს მაღაზიაში არსებული პროდუქციის მარაგები;
** აკონტროლოს სალარო ოპერაციების სიზუსტე;
** დაეხმაროს მოლარე-კონსულტანტებს მათი მოვალეობების სწორად შესრულებაში;
** უზრუნველყოს მაღაზიის ვიზუალური მხარის ორგანიზებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

სამუშაო პირობები:

** 7-10 დღიანი ანაზღაურებადი სტაჟირება/ტრეინინგი თბილისში, TAC-ის მაღაზიაში;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი;
** ხელფასი: (4 თვე) 600 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან, 4 თვის შემდეგ 700 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

2. მოლარე-კონსულტანტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენები: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

აუცილებელი უნარები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

სამუშაო პირობები:

** 7-10 დღიანი ანაზღაურებადი სტაჟირება/ტრეინინგი თბილისში, TAC-ის მაღაზიაში;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი (სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლების მიხედვით)
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
** ხელფასი: (4 თვე) 400 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან, 4 თვის შემდეგ 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: hr@mataracigroup.com 2018 წლის 1 მარტამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე