დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ბი-ემ-სი შარმი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდ VitrA-ს წარმომადგენლობა საქართველოში შპს "ბი ემ სი შარმი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Excel, MS PowerPoint);
** ძლიერი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

მოვალეობები:

** მარაგების კონტროლი, ანალიზი;
** შეკვეთების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, პროდუქციის შეკვეთა;
** ტვირთის ჩამოტანის ორგანიზება, დროული დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** საბუთების შეგროვება და საბაჟო საკითხების მოგვარება;
** საწყობში შემოსული პროდუქციის დათვლა;
** პარტნიორებთან დავალიანებების კონტროლი;
** მუდმივი კონტაქტი უცხოელ მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** კომპანიის განვითარებაზე იდეების გენერირება.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი - 10:00 - 19:00
** შაბათი - 11:00 - 18:00

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** მოტივირებული
** შრომისმოყვარე
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინფორმაციის მარტივად ათვისების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სასურველია ყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge და გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. CV-ის გადმოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება.

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - http://www.bmcsharm.ge

https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე