ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
თანდართული ფაილი: 165746-airports-app.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის ოპერაციების საბუღალტრო გატარებების შესრულება;
** თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვის (მათ შორის, ავანსების) დაკავშირება კონკრეტულ დოკუმენტებთან; ასეთის არარსებობის შემთხვევაში შესაბამის თანამშრომელთან კომუნიკაცია დოკუმენტის დარეგისტრირების მიზნით;
** სალარო-აპარატებზე დაფიქსირებული ბრუნვების საბუღალტრო გატარებების შესრულება;
** სალარო-აპარატებზე დაფიქსირებული ბრუნვების ყოველდღიური კონტროლი და შედარება ბანკში შეტანილ თანხებთან;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებისთვის;
** შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებული ოპერაციების კონტროლი ფინანსური სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვის ჭრილში;
** შემოსავლების საბუღალტრო გატარებების შესრულება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების გაცნობა და შესაბამისობაში მოყვანა
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

მინიმალური მოთხოვნები:

გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების - Word, Excel - კარგი ცოდნა
** სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

განათლება:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში საჭირო დონეზე (მომხმარებელთან კომუნიკაცია, ხელშეკრულების პირობების გაგება, საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაცნობა და მისთ.)

პირობები:

** სარგებელი ანაზღაურების გარდა
** კორპორატიული სიმ-ბარათი თანხის ლიმიტით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრიდან სამუშაო ადგილამდე და უკან

სამუშაო ადგილი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აეროპორტის დასახლება

შერჩევა:

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების მეშვეობით. შესაძლებელია შერჩევის პროცესი მოიცავდეს კანდიდატის სამუშაო უნარ-ჩვევების, ასევე კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმებას.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე