გაცვლითი სასწავლო პროგრამები აშშ-ში მოსამართლეებისათვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაცვლითი სასწავლო პროგრამები აშშ-ში მოსამართლეებისათვის
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
თანდართული ფაილი: 165725-prolog-exchange.zip
USAID-ის დაფინანსებული გაცვლითი სასწავლო პროგრამები აშშ-ში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებისათვის

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" მიერ განხორციელებული პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მეშვეობით აპირებს თავისი საქმიანობის გაფართოებას საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლეებისთვის პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ლიდერობა, ცვლილებების მართვა, სასამართლო საქმეთა მართვა, სასამართლო ეთიკა და დისციპლინა, უნარ-ჩვევების შეძენას.

აღნიშნული განცხადება ორ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას ეხება. ორივე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა ინგლისური ენის (მათ შორის, იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნა) ცოდნა კემბრიჯის B2 ან IELTS-ის მე-6 დონეზე. აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძიათ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს, გარდა მაგისტრატი მოსამართლეებისა.

ტრენინგი რენოში (Reno Study Opportunity): რვა დღიანი ტრენინგი აშშ-ს ეროვნულ სამოსამართლო კოლეჯში (რენო, ნევადის შტატი) სახელწოდებით "ლიდერობა მოსამართლეებისათვის" დაგეგმილია დაახლოებით 2018 წლის 2-10 ივნისს. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ექვსი სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლე.

ამერიკულ სასამართლოში მივლინების პროგრამა (Secondment Opportunity): 2018 წლის ოქტომბრამდე დაგეგმილია ასევე ორი ქართველი სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლის ორი დამოუკიდებელი ვიზიტი აშშ-ში სულ მცირე ერთ კვირიან ინტენსიურ პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ამერიკელ მოსამართლესთან ერთდ მუშაობასა და ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას. აღნიშნული აქტივობების დროს, ქართველი მოსამართლე იმუშავებს ამერიკელ მოსამართლესთან ერთად და დააკვირდება მის საქმიანობას როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მის გარეთ. აღნიშნული აქტივობები განხორციელდება 2018 წლის მაისში და აგვისტოში.

ზემოაღნიშნული პროგრამებისთვის მოსამართლეთა სამართლიან და ობიექტურ შერჩევას განახორციელებს შერჩევის კომიტეტი USAID-ის მეთაურობით შემდეგი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** ინგლისური ენის ცოდნის დონე
** დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ გაუზიარებს კანდიდატი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ
** ტრენერ-მოსამართლეებს მიენიჭებათ უპირატესობა რენოში ტრენინგის პროგრამაში მონაწილეთა შერჩევისას
** აღნიშნულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებს (გარდა მაგისტრატი მოსამართლეებისა).

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს:

ელენე გაბელაია
ტელ: 577 255 575
ელ-ფოსტა: egabelaia@ewmi.org

გთხოვთ, შეავსოთ და დაგვიბრუნოთ მიმართვის ფორმა CV-სთან ერთად (საბუთებზე ფოტოსურათის დართვა შეგიძლიათ, თუმცა სავალდებულო არ არის) შემდეგ ელ-ფოსტაზე: judicialexchange.prolog@ewmi.org არაუგვიანეს 2018 წლის 25 თებერვლის 23:59 საათამდე. მიმართვის ფორმის არასრულყოფილად შევსების შემთხვევაში შერჩევის კომიტეტი არ განიხილავს თქვენს კანდიდატურას.

დეტალური ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე