ავტოსადგომის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტოსადგომის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800-1000 ლარი ხელზე ასაღები (პლიუს ბონუსი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსუბუქი/სატვირთო ავტომანქანის, საგზაო/სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** უპირატესობა მიენიჭებათ მოძრავი ქონების განხრით სერთიფიცირებულ სპეციალისტებს
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** დასაკუთრებული აქტივების მიბარება და ავტოსადგომზე განთავსება
** ავტოსადგომზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა
** დასაკუთრებული აქტივების სისტემატიური მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება
** ავტოსადგომზე განთავსებული აქტივების ტექნიკური/ვიზუალური მხარის მოწესრიგების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში აქტივების ადგილზე ან სერვის ცენტრში შეკეთების უზრუნველყოფა
** აქტივების დასურათება, რეპორტის მომზადება და დაკავშირებულ განყოფილებებთან კომუნიკაცია/რეპორტინგი
** დაინტერესებული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე