ოფისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის თანამშრომელი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
კომპანია "მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან მუშაობს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტზე, რეალიზაციასა და სერვისზე. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება ოპტიმალურ ფასსა და დროში, ხოლო თანამშრომლებს შეუქმნას საუკეთესო სამუშაო გარემო.

"მედიქალ ვორლდის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვალიფიციური, მოტივირებული და ორგანიზებული თანამშრომლების გუნდური მუშაობაა.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. 16, მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.
ხელფასი: 400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის Facebook, My Market, Skype, Web გვერდის მართვა;
** კომპანიის მონაცემთა ბაზის მართვა;
** კომპანიის ელ-ფოსტის მართვა, შემოსული ინფორმაციისა და ელექტრონული ფაილების მოწესრიგება, პასუხების მიწერა;
** მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გამზადება, გადაგზავნა, დარეკვა, კოორდინაცია და სხვა.

მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას მარკეტინგის ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა, სასურველია რუსული;
** Microsoft Word/Excel კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა, სასურველია Photoshop-ის ცოდნა;
** სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების მეთოდების ფლობა;
** სასურველია სამედიცინო ტექნიკის ზოგადი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ასაკი: 23-დან 30 წლამდე.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისის მენეჯერსა და კომპანიის დირექტორთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: ltdmedicalworld@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "ოფისის თანამშრომელი". ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ტელეფონი: 593 999971
საკონტაქტო პირი: ეკა გოგინაშვილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე