შემომყვანი ტურ-ოპერატორი, გიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შემომყვანი ტურ-ოპერატორი, გიდი
მომწოდებელი: Tbilisi Travel
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
ტურისტული კომპანია "Tbilisi Travel" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. შემომყვანი ტურ-ოპერატორი

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 19-დან 25 წლამდე
** უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** სასურველია ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint, PDF);
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი;
** ანალიტიკური აზროვნება.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება;
** მომზადებული ტურების პარტნიორებისთვის და ტურისტებისთვის შეთავაზება;
** კლიენტების მოძიება;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
** რეზერვაციების კონტროლი;
** რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

პირობები:

** სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 6 სამუშაო დღე, 48 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
** შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციიდან გამომდინარე გაივლიან სტაჟირებას 1-2 თვე.
** სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება: ფიქსირებული 200 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

2. გიდი

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 19-დან 35 წლამდე
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გააგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@tbilisitravel.org და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე