სავაჭრო წარმომადგენელი/დისტრიბუტორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/დისტრიბუტორი - გორი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (დისტრიბუტორის) პოზიციაზე გორში.

სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჯორჯია" არის Procter and Gamble-ის და Nestle-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად შპს "დიპლომატ ჯორჯია" არის დიპლომატ ისრაელის შვილობილი კომპანია და დიპლომატ გლობალის ჯგუფის წევრი. ჯგუფი აერთიანებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საქართველო, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა და კვიპროსი. შპს "დიპლომატ ჯორჯია" არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში, რომელიც მისი დისტრიბუციით ფარავს მთელს საქართველოს.

მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და მათთვის პროდუქციით ადგილზე მიწოდება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება.

მინიმალური მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში - მინიმუმ 1 წელი;
** სასურველია ავტომანქანის მართვის მოწმობა BC კატეგორია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსეთ განაცხადის ფორმა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე