ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 7 თებ / განახლდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
UGT ეძებს ელექტრო ინჟინერს, პროექტის ფარგლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო ფარების დაპროექტება;
** ელექტო ინფრასტრუქტურის დაპროექტება - კაბელები, საკაბელო არხები, განათება;
** სახანძრო სისტემის დაპროექტება და დათვლა;
** დაშვების სისტემების დაპროექტება და დათვლა;
** სათვალთვალო სისტემების დაპროექტება და დათვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი;
** სასურველია ინდუსტრიალური და საცხოვრებელი ფართების დაპროექტებაში გამოცდილება;
** ელექტროობის სისტემების ცოდნა;
** ელექტროობის ევროპული სტანდარტების ცოდნა;
** სახანძრო სისტემების ცოდნა (დაპროექტება და დათვლა);
** უსაფრთხოების სისტემების ცოდნა (დაპროექტება და დათვლა);
** გახმოვანების სისტემების ცოდნა (დაპროექტება და დათვლა);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი, ვერბალური);
** AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ტექნიკური აზროვნება;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ugt.ge 21 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ: "ინჟინერი პროექტის ფარგლებში".

UGT გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე