გაყიდვების სპეციალისტი - ლიცენზირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი - ლიცენზირება
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
კომპანია UGT, ლიდერი IT კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ თვლით, რომ გაყიდვების კარგი უნარი გაგაჩნიათ, შეიძლება UGT სწორედ ის კომპანიაა, სადაც თქვენ შეძლებთ განავითაროთ საკუთარი პოტენციალი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას.

ძირითადი საქმიანობა:

** კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც ტელეფონით, ასევე პირისპირ;
** ბაზრის შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა-შეთავაზება;
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა (Microsoft, Oracle, VMware, VERITAS);
** სისტემაში მონაცემების ასახვა, კონტროლი;
** "მაიკროსოფტის" პროდუქტებისა და ლიცენზირების შესწავლა და სერტიფიკაცია;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, PowerPoint);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** გაყიდვების სფეროში 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება "მაიკროსოფტის" პროდუქტებისა და ლიცენზირების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ფოკუსირებული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** კარგი გაყიდვების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმატებულად გაართმევთ თავს სამუშაოს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: hr@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ - "გაყიდვების სპეციალისტი - ლიცენზირება".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 21 თებერვალი, 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე