საგადახდო სისტემების რეგულირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგადახდო სისტემების რეგულირების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საგადახდო სისტემების დეპარტამენტის საგადახდო სისტემების რეგულირების განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტის თანამდებობაზე.

ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ფუნქციებში შედის საქართველოს გადახდის სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, აგრეთვე გადახდების სფეროს - საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, სისტემის ოპერატორებისა და გადახდის ინსტრუმენტების (როგორიცაა საგადახდო ბარათები, ელექტრონული ფული და სხვა) რეგულირება/ზედამხედველობა. გარდა ამისა, დეპარტამენტი ასევე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS სისტემა) ოპერირებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები რაოდენობრივი ანალიზის მიმართულებით),
** ფინანსური ბაზრისათვის განკუთვნილი კომპლექსური ელექტრონული სისტემების შესწავლის, გაანალიზების, მათი განვითარებისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის გზების პოვნის უნარი;
** დიდი მოცულობის დოკუმენტაციის შესწავლის, გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
** დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების, გაანალიზების, სისტემატიზაციისა და რეპორტების მომზადების უნარი; სასურველია მონაცემთა ბაზებთან (SQL, Oracle, MS Access) მუშაობის გამოცდილება,
** MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა, კომპლექსური ფორმებისა და ანალიტიკური ფორმების შექმნა და განვითარება, სასურველია VB სკრიპტებთან (ან სხვა მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფასთან) მუშაობის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა,
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, PowerPoint, Outlook).

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება,
** დეტალებისადმი ყურადღება,
** თვითგანვითარების სურვილი და სიახლეების ინიცირების უნარი,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება,
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:
** ეროვნული ბანკის არსებული სისტემების მონიტორინგსა და განვითარებაში მონაწილეობა,
** ახალი სისტემების მოძიებაში, დანერგვაში და განვითარებაში მონაწილეობა,
** პერიოდულად ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და ინოვაციების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება,
** სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი,
** საჭიროების შემთხვევაში საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა,
** საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა რეგისტრაციისა და რეგულირების პროცესში მონაწილეობა,
** საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა,
** განყოფილებაში შემოსულ კორესპოდენციაზე მუშაობა.

თანამდებობრივი სარგო: 2820 ლარი (დარიცხული)

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთб 2018 წლის 24 თებერვლამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საგადახდო სისტემების რეგულირების განყოფილების შტატგარეშე სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე