ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ტრენინგი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ტრენინგი
მომწოდებელი: კიბერჰაუსი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ
თანდართული ფაილი: 165632-cyberhouse-train-infosec.zip
"კიბერჰაუსი" აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ტრენინგს.

კურსის ღირებულება: 1260 ლარი.
ჯამური ხანგძლივობა: 30 საათი (10 შეხვედრა).
სამშაბათი: 19:00-22:00
ხუთშაბათი: 19:00-22:00
სწავლება დაიწყება 20 თებერვალს.
ადგილი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ი. ჭავჭავაძის გამზირი #82.

შინაარსი:

1) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის პროცესი;
2) ISO 27001 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა;
3) Part 1 - Cobit 5, CIS Top 20; Part 2 - რისკების მართვა;
4) ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამის შექმნა და დანერგვა;
5) ინციდენტების მართვა, ბიზნესის უწყვეტობა;
6) უსაფრთხოების ანალიზი: ინფრასტრუქტურა და ქსელი;
7) უსაფრთხოების ანალიზი: სერვერები, სამუშაო კომპიუტერები, BYOD;
8) უსაფრთხოების ანალიზი: ბიზნეს აპლიკაციები;
9) Part 1 - ადამიანები და ცნობიერების ამაღლება; Part 2 - ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი;
10) ფინალური გამოცდა.

კურსი განკუთვნილია:

** ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება.
** IT მენეჯერებისთვის, ვისაც სურს ერკვეოდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სპეციფიკაში.
** IT პროფესიონალებისთვის ვინც გეგმავს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.
** ორგანიზაციის საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებისთვის, ვისი სამსახურებრივი ვალდებულებაა ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ტრენერები:

** დავით აღნიაშვილი - CISA, CISM, CRISK, ISO 27001, COBIT 5, MSc in Cyber Security
** მიხეილ ბასილაია - CISSP, CEH, ISO 27001, ISO 22301, MSc in Cyber Security.

კურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: www.cyberhouse.ge/სერვისები/ტრენინგები/ტრენინგი-ინფორმაციული-უ/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი, 2018 წ.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე