ქოლ-ცენტრის ოპერატორი/რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი/რეზერვი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
თანდართული ფაილი: 165630-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე (რეზერვი).

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე და მისი გადაცემა დანიშნულებისამებრ;
** მომხმარებლების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება ;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
სტაჟირება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლცენტრის ოპერატორი". დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 28.02.2018
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე