მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: კულინარი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და დღესდღეობით წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "კულინარი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ვადაგასული პროდუქციის მიწონვა, გაყიდვების მენეჯერის ინფორმირება და დასტურის შემთხვევაში წარმოების ტერიტორიაზე ტრანსპორტირება;
** დღის ბოლოს, ზედნადებების (დღის განმავლობაში ჩანიშვნების გათვალისწინებით) გაყიდვების სამსახურის თანაშრომლებისათვის მიწოდება პროგრამული კორექტირების მიზნით.
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგებზე ორიენტირება.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, თქვენი СV გამოაგზავნოთ 2018 წლის 21 თებერვლამდე.

შერჩევა ჩატარდება 3 ეტაპად:

1. ტესტირება
2. გასაუბრება
3. გასაუბრება უშაუალო ხელმძღვანელთან.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება, რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე