მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს. იგი დღესდღეობით მოიცავს 27 სუპერმარკეტს და აგრძელებს გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" გთავაზობთ მყუდრო და კომფორტულ გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანს, დაბალ ფასებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლასა და განვითარებაზე.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** ქსელში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** ქსელში პროდუქციისა და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი;
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებლთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილის ქონა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელფოსტაზე: hr@magniti.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მერჩენდაიზერი" და თქვენი სახელი, გვარი, ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: მცხეთა, სამხედროს ქ. 12.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე