ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** დამკვეთთან ურთიერთობა და შეკვეთების გაფორმება
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** სატრანსპორტო ხელშეკრულების გაფორმება და კონტროლი
** სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ლოჯისტიკის სფეროში
** რუსული და ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია თურქული ენის ცოდნაც)
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას საბაჟო, სატრანსპორტო ან შესყიდვების სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:

** ასაკი: 22-37 წელი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა
** კრიტიკულ სიტუაციაში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, დიპლომის ქსეროასლი და ფოტოსურათი, ელექტრონულ ფოსტაზე: vacancygwl@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე