ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 15 მარ
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას #5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ობიექტის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და დათვალიერება სისტემატიურად;
** სხვადასხვა სახის სახელოსნო და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური დაზიანებების აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში.
** ობიექტის ტერიტორიაზე ყველა საჭირო ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
** სამუშაო მასალებისა და იარაღების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი შეკვეთის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული შესყიდვების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება ბუღალტერიის სამსახურში წარსადგენად;
** მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სპეციალური ცოდნა სანტექნიკისა და ელ-გაყვანილობის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 მარტამდე.

სასტუმრო " გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე