მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 7 თებ / განახლდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

** Facebook-ზე რეკლამის განთავსება;
** რეკლამების განთავსება Google AdWords-ის გამოყენებით;
** ციფრულ არხებში (Facebook, LinkedIn, Web) განსათავსებელი ინფორმაციის შექმნა;
** ინფორმაციის განთავსება კომპანიის Facebook და Linkedin გვერდებზე;
** ინფორმაციის განთავსება კომპანიის ვებგვერდზე;
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია კომპანიის Facebook გვერდზე;
** პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ მარკეტინგული მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ბაკალავრის ხარისხი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნეს ადმინისტრირებაში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე, მეორე ბიჯი - 750 ლარი ხელზე, მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Marketing Specialist".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე