თურქულენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: თურქულენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან სერვის გრუპი 2007
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
"Georgian Service Group 2007" _ პირველი აუტსორსული კომპანია საქართველოში, თბილისის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის (Customer Service Representative) სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები: უცხოელი მომხმარებლების ელ-ფოსტაზე და სატელეფონო ზარებზე პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქული ენის სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო პირობები:

** მაღალი ანაზღაურება
** საწყისი ხელფასი: 750 ლარი (ნეტო) .
** საცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 900 ლარამდე (ნეტო).
** პრემირების სისტემა გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 13:30-22:00 სთ.
** ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი
** მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმეს გამოსაგზავნად მიჰყვეთ ბმულს http://cv.gsg.ge/?vacancy=451263150

"Georgian Service Group 2007"
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 10, თბილისი, 0186
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე