უმცროსი ინსპექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი ინსპექტორი - ბათუმი
მომწოდებელი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
გამოქვეყნდა: 7 თებ / განახლდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ
თანდართული ფაილი: 165558-spd-app.zip
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საავიაციო უშიშროების სამმართველოში 17 ვაკანტურ თანამდებობაზე.

საავიაციო უშიშროების სამმართველოს ბათუმის საავიაციო უშიშროების განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) - 15 (სამოქალაქო პირი)
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი

საავიაციო უშიშროების სამმართველოს ბათუმის საავიაციო უშიშროების განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) - 2 (სამოქალაქო პირი)
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სამხედრო ბილეთი (ბიჭის შემთხვევაში)
** ასაკი - 21-დან 40 წლამდე;
** სიმაღლე - 175 სმ-დან (ბიჭები), 170 სმ-დან (გოგონები)
** ინგლისური ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
** კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა;
** მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
** არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
** სახელმწიფო ენის ცოდნა.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

** მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;
** გარეპერიმეტრის დაცვა.

12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2018 წლის 07 თებერვლიდან 19 თებერვლამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე