ჰიპერმარკეტის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჰიპერმარკეტის კონსულტანტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 18 თებ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი.

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** კლიენტების მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა
** გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე
** სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაციის უნარი

გთხოვთ, 18 თებერვლამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject5@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე