რეგიონული მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს რეგიონული მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;
** სავაჭრო ობიექტებისთვის მიცემული მითითებების შესრულების კონტროლი;
** პროგრამული ფუნქციების დახვეწაზე მუშაობა და განხორციელებული ცვლილებების დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
** სავაჭრო ობიექტებში სიახლეების განხორციელება ექსპერიმენტების სახით და უკუკავშირის ანალიზი;
** საორიენტაციო ტრენინგის ჩატარება მენეჯერულ პოზიციაზე მიღებული ახალი კადრისთვის და მათი განვითარების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტის მენეჯერის წარდგენა თანამშრომლებისთვის და მისი ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა;
** სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება საკადრო სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით;
** სავაჭრო ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები/მარკეტინგი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com 2018 წლის 7 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რეგიონალური მენეჯერი ქუთაისში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე