პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული პროგრამული უზრუნველყოფის (Terra) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

ლაბორატორიული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება ( მომხმარებლების შექმნა, ელ. ჟურნალების ბეჭდვა, რეპორტინგი, ბლანკების ფორმირება-ცვლილება, ელ. ფოსტაზე პასუხების დაგზავნის სერვისის ადმინისტრირება და სხვა).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით (ეკონომიური, ინფორმაციული ტექნოლოგიები).
** Microsoft Word/Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** სხვა საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება (SQL, MySQL) (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
** შრომისმოყვარეობა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: WEB მარკეტინგის სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ან წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ; ადამიანური რესურსების სამსახური, ოთახი N 201.
ტელ: 2 500 700

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 10.00 სთ-იდან 15.00 სთ-მდე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 24.02.2018 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე