საცალო სესხების ექსპერტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო სესხების ექსპერტი - ფოთი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას საცალო სესხების ექსპერტის პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო სესხებით დაინტერესებული მომხმარებლების მოზიდვა;
** კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი და შეთავაზებების გაკეთება;
** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მოწყობა;
** საცალო სესხების ანალიზი, დამუშავება და გაცემა;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათთვის შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** საკრედიტო პორთფელის კონტროლი და სესხების დაფარვების მონიტორინგი;
** საკრედიტო პორთფელის მართვა - ზრდასა და ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის განვითარების, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება საკრედიტო კუთხით;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ენები: რუსული (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა)

მსურველებს გთხოვთ CV გამოგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 22.02.2018, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და წარმოადგინოთ საბუთების ასლები, რადგან მიღებული საბუთები უკან არ უბრუნდება აპლიკანტს. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე