საწყობის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს საწყობის უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი ამოცანები/მიზნები:

** ფუნქციების ფარგლებში ყველა საჭირო სერვისების, პროდუქტების (მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების) მოთხოვნების შეგროვება;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ქსელის საოპერაციო პროცესის შესაბამისად უზრუნველყოფა/მიწოდება დადგენილ ვადებში;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მართვა;
** დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის: კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის და მომსახურების დივერსიფიცირება ადგილობრივ და ცენტრალურ შესყიდვად;
** ადგილობრივი შესყიდვის უზრუნველყოფა კლინიკის საოპერაციო მენეჯერთან შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმება;
** ცენტრალურ საწყობთან დროული და ოპერატიული კომუნიკაცია მარაგების შევსებაზე, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** მიღებული მარაგების და მომსახურების ჩაბარება, აღრიცხვა, საწყობში განლაგება, მომთხოვნისთვის მიწოდება, ჩაბარების აქტების გადამოწმება და ხელმოწერა;
** მარაგების ნაშთების კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება და სიზუსტის უზრუნველყოფა;
** საწყობის მარაგების აღწერა თვეში 2-ჯერ და დეფიციტის შემთხვევაში უშუალო მენეჯერთან კომუნიკაცია, ყოველთვიურ დამტკიცებულ სტანდარტულ შეკვეთებში ცვლილებების მოთხოვნა და მოთხოვნის დასაბუთება;
** მიღებული მარაგების, არასამედიცინო და სამედიცინო ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია კლინიკის მასშტაბით (სამედიცინო ძირითადი საშუალებების აღწერა ხორციელდება კლინიკის სამედიცინო ინჟინერთან ერთად);
** მიღებული საქონლისა და მომსახურების დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** ყოველდღიურად RS.GE-ზე ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების ამოღება/გადამოწმება და დადასტურება, საჭიროების მიხედვით დოკუმენტაციის ატვირთვა (შიდა და გარე გადაზიდვები), მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოწოდებული პროდუქციის შესაბამისად დოკუმენტების კორექტირების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვა აღრიცხვის პროგრამაში, ნაშთების რეპორტინგი;
** სფეროში არსებული სიახლეების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საწყობის უფროსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია Excel-ის ცოდნა);
** სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2018.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/sawyobis-ufrosi-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე