ოპერატორი, მერჩენდაიზერი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი, მერჩენდაიზერი/სტაჟირება
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ოპერატორი თბილისში ბუღალტერიის განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, განსაკუთრებით Excel
** პირველად დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, დაკვირვებული

ძირითადი მოვალეობები: მონაცემების აღრიცხვა-კონტროლი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი არასრული
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 300 ლარი
** სამუშაო საათები: 15:00-დან 21:00-მდე, შაბათი: 14:00-დან 20:00-მდე

2. სტაჟირება მერჩენდაიზერის პოზიციაზე

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;

ვალდებულებები:

** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგებაზე ზრუნვა
** მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი არასრული
** სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: office-manager@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე