საერთაშორისო გადაზიდვები, ლოჯისტიკური და საბაჟო ოპერაციები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვები, ლოჯისტიკური და საბაჟო ოპერაციები
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
საერთაშორისო გადაზიდვები & ლოჯისტიკური და საბაჟო ოპერაციები

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.

ტრენინგის თემატიკა:

** საერთაშორისო გადაზიდვა;
** შიდა გადაზიდვა;
** ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
** ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
** ლოჯისტიკა და ლოჯისტიკური ოპერაციები;
** საბაჟო და კომერციული საწყობები;
** ტვირთის ჰანდლინგი;
** საბაჟო პროცედურები, რეჟიმები, ინკოტერმსები;
** საბაჟო დეკლარაცია;
** საბაჟო დოკუმენტაცია;
** საბაჟო განაკვეთები;
** საჰაერო გადაზიდვა და დოკუმენტაცია;
** გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი, მოცულობითი წონის დაანგარიშება;
** თვითმფრინავის ტიპები;
** სახიფათო ტვირთების რეგულაციები;
** ცოცხალი ცხოველების გადაზიდვის რეგულაციები;
** სატრანსპორტო კომპანიები და ავიახაზების გაყიდვების აგენტი;
** ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფების დაანგარიშება: (გასაგზავნი ტვირთი, ჩამოსატანი ტვირთი).

ტრენერი: ირინე მელაშვილი

2009 წ-დან დღემდე "Camara Cargo"-ს დირექტორი; 2008-2009 წწ. "Eurasia Cargo" - კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი "Eurasia Cargo"-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo "Lasare". სერტიფიცირებული ტრენერი თემა: "სახიფათო ტვირთების გადაზიდვა"; საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 420 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 9 მარტი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 8 მარტი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ხუთშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.
სასწავლო მასალა უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
** 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

დარეგისტრირდი აქ: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 99 16 34 36
e-mail: training@ibsu.edu.ge
http://www.trainings.ibsu.edu.ge/
http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე