პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: ქალთა საკონსულტაციო ცენტრი სახლი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის პროგრამული მიმართულების კოორდინატორთან კონსულტაციების გამართვა და საპროექტო იდეების გამოკვეთა, კონკრეტული პროექტის შეთავაზება;
** საპროექტო წინადადების დაფინანსების შესაძლებლობების (ფონდების) მოძიება;
** საპროექტო წინადადების ყველა შესატყვისი დოკუმენტის შემუშავება (ქართულ -ინგლისური ვერსიები);
** პროექტის განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროექტის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფონდების (საპროექტო წინადადების დაფინანსების) მოძიებისათვის საჭირო
გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების ფლობა:
** უმაღლესი განათლება:
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

** საკუთარი რეზიუმე (СV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** სამოტივაციო წერილი;

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV -ს და სამოტივაციო წერილის გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით : 10:00 - 18:00
** გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: sakhli13@hotmail.com ა.წ. 20 თებერვლამდე. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - პროექტის ასისტენტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე