პირადი ექიმი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პირადი ექიმი - რუსთავი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქ. რუსთავში პირადი ექიმის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულის პერსონალური, პირველადი მრავალპროფილური და უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა;
** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (პედიატრი/თერაპევტი);
** ოჯახის ექიმის ან თერაპევტის სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

თუ კი აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშროლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 28 თებერვლისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ქალაქისა და ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე