ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ორბელი ფურნიტურე
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 15 მარ
შპს "ორბელი ფურნიტურე" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** HR განყოფილების პერსონალის მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
** ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდების განსაზღვრა; კომპანიის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესის და კორპორატიული ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიაში საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
** სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება; ტრენინგების საჭიროებების ანალიზი, დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
** მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნა და მისი ეფექტურობის მონიტორინგი;
** სახელფასო სისტემის შემუშავება, მისი ეფექტურობის ანალიზი;
** შრომის ბაზრის პერიოდული ანალიზი;
** სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა შრომით ურთიერთობებზე კონსულტაციების გაწევის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** HR განყოფილების უფროსად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 800 კადრით დაკომპლექტებულ საწარმოში (ქარხანა, ფაბრიკა)HR მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint, Internet Explorer).

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00; შესვენება: 1სთ.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 15 მარტამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე(CV) ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე zaza.doluashvili@gmail.com და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "HR Manager".

ტელ 598 666 663
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე