მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება ქალაქის მასშტაბით;
** პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** კორპორატიული კულტურის შესაბამისი ჩაცმის და ჰიგიენის წესების დაცვა;
** მოთხოვნისამებრ უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** უბნების და ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** უმჯობესია ცხოვრობდეს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი". კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე