პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ვიდიჯი გრუპი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
ჰიგიენური ქაღალდებისა და საწმენდ-საპრიალებელი საშუალებების მწარმოებელი/დისტრიბუტორი კომპანია - შპს "ვიდიჯი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** ქუჩების კარგად ცოდნა
** ასაკი: 24-დან 40 წლამდე
** სქესი: მამრობითი/მდედრობითი
** მართვის მოწმობა.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
** პრობლემურ ობიექტებთან მისვლა და პრობლემის აღმოფხვრა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი #6.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელფოსტაზე: g.kalandarishvilivdg@gmail.com და ელფოსტის დასახელებაში (subject-ში) ჩაწეროთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. ასევე, აუცილებლად მიუთითეთ მობილურის ნომერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე