მეკაბელე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მეკაბელე
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
კომპანია "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს მეკაბელეს პოზიციაზე ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის გაცნობა/შესრულება;
** საკაბელო უბანზე დაზიანებაში დაფიქსირებული ნომრების აღდგენა ვადებში, მაგისტრალური და გამანაწილებელი კაბელების დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და დაზიანებების დროული აღმოფხვრა (ქუროების გადაერთება).
** დაზიანების აღმოფხვრის გადამოწმება ლოკალური ქსელის თრაბელშუთერთან;
** სამუშაოს წარმოებისას ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად გამოყენება და მათი გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიმაგრებულ უბანზე ყველა სახის და ტევადობის კაბელების ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლუატაცია;
** ტელეფონის დადგმა/მოხსნის დროს გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის შესაბამისად მონტაჟი/დემონტაჟი;
** მიმაგრებულ უბანზე არსებული სატელეფონო ჭების დალაგება და მოწესრიგება;
** სამუშაო უბანზე პერიოდულად სატელეფონო შახტების მდგომარეობის დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში კაბელების დალაგება/ მოწესრიგება.
** გამანაწილებელი კარადების დალაგება და შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** ყოველდღიური განწესით დავალებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

შერჩევის ეტაპები:

1. გასაუბრება
2. ტრენინგი/სტაჟირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე