მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** საქონლის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

გრაფიკი: სრული, ცვლებში.
ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი
** დამატებითი საკომისიოს გამომუშავების შესაძლებლობა: 100-200 ლარი.

მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ასაკი: 20 წლიდან
** სქესი: ნებისმიერი
** ზოო ან სხვა ტიპის საცალო მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
** ქართულის და ელემენტარული ინგლისურის/რუსულის ცოდნა.

უპირატესად ჩაითვლება:

** ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
** რუსულის საშუალო დონეზე ცოდნა
** შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლა
** Microsof Office-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა
** 1c მაღაზიის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

ყურადღება! არ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ არ აკმაყოფილებთ შემდეგ მოთხოვნებს:

** არ ფლობთ ქართულ ენას გამართულ დონეზე
** არ ფლობთ ინგლისურს ელემენტარულ დონეზე
** ხართ 20 წლამდე ან სტუდენტი
** არ ცხოვრობთ თბილისში
** გაქვთ შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) შიში ან ალერგია.

ვაკანსიის განხილვა:

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:

** ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას ელფოსტაზე: vacancy@zoomart.ge
** ელფოსტის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია"
** ელფოსტაში თანდართული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

- CV ფოტოსურათით
- ინფორმაცია "ზოომარტის" შესახებ (ანუ, რა იცით "ზოომარტის" შესახებ)
- სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ "ზოომარტში" მუშაობა და რატომ თვლით, რომ არჩევანი უნდა შეჩერდეს თქვენზე).

შერჩეულ აპლიკანტებთან მოხდება გასაუბრება და ტესტირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე