საექსპორტო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საექსპორტო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საექსპორტო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC00075
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი; სფეროები: გაყიდვები, ექსპორტი.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი; სფეროები: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მარკეტინგი, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** ბაზარზე კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** აქტიური თუ პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის და ფასების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება, ინვოისების შექმნა და ხელშეკრულების გაფორმება;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გათვალისწინებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** რეპორტინგი;
** ლოჯისტიკის, საბაჟოს, ადმინისტრაციის, პროდუქტების განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობა;
** კლიენტების მუდმივი ინფორმირება სხვადასხვა სიახლეების და ცვლილების შესახებ.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/75

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23 თებერვალი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე