სტაჟირება - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება - ზუგდიდი
მომწოდებელი: ეჩივმენტ ჰაბი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
" ეჩივმენტ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე ზუგდიდში!

"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" დაფუძნდა 2002 წელს. ის არის "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" წევრი. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო" აერთიანებს 123 ქვეყნის მსგავს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია მეწარმეობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა კერძო სექტორს, განათლების სისტემებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გამყარების გზით. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს პროგრამები აღიარებულია ევროპის კომისიის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.

"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით.

თუ თვლით რომ გაქვთ მაღალი მენეჯმენტის უნარები, გუნდური სულისკვეთება, არ გეშინიათ საკუთარი ნიჭის ჯანსაღ გარემოში რეალიზების, ხართ შრომისმოყვარე, აქტიური და თავაზიანი, გაქვთ დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი, ჩვენთვის თქვენ საუკეთესო კანდიდატი იქნებით მოცემული პოზიციისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის.

სასურველია:

** ზოგადი ცოდნა მარკეტინგსა და მენეჯმენტში
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) ელ-ფოსტაზე: jazugdidi@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება".

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე