მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პოტენციური მომხმარებლისთვის, ავტომობილის ლიზინგის პირობით რეალიზაციის შემთხვევაში, სესხის პირობების დეტალური გაცნობა და სასესხო პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** ანგარიშების მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიული/უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტომობილების გაყიდვებში;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
** საავტომობილო ბაზრის - ფასწარმოქმნის მექანიზმების ცოდნა;
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** სისხარტე მუშაობაში;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ტიპი: გაყიდვების წარმოება;
** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 19.02.2018.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Auto Sales Officer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე