ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ს.ს. ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოთხოვნები: არანაკლებ მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე:
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარები: MS Excel, MS Word, MS Power Point
** ორგანიზატორული უნარები, ჯგუფური სამუშაოების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** სამუშაოს ორგანიზება და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზის და გამოსავლის მოძებნის უნარი;
** მაღალი მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა.

ძირითადი ფუნქციები:

** დადგენილ ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ახალი (მათ შორის უცხოენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კოორდინირება;
** სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით (PDCA პრინციპის გამოყენებით);
** შეფასებების შედეგად საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის სამსახურებთან თანამშრომლობა ხარისხის მართვის, შიდა და გარე კონტროლის კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით.

სამუშაო ადგილი - თბილისი, კ. ქუთათელაძის ქ. #3
სამუშაო განაკვეთი - სრული (ხუთდღიანი სამუშაო კვირა, 40 საათი)
შრომის ანაზღაურება - 2000 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და ფოტოსურათი (ელ. ვერსია) შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge 2017 წლის 5 მარტის ჩათვლით. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, განცხადებების მიღების პარალელურად, დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2 42 22 42/101

http://www.sabauni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე