სასწავლო კურსი ფარმაციაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწავლო კურსი ფარმაციაში
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე: სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები) ლეგალური ბრუნვა. თეორია და პრაქტიკა.

პროგრამის მიზანია მოამზადოს და საბაზო კომპეტენციები გაუძლიეროს სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ჯანდაცვის მენეჯერებს, ექიმებსა და ფარმაცევტებს; სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური ბრუნვის სამართლებრივი საფუძვლები განიხილოს საერთაშორისო და ეროვნულ ჭრილში; წარმოადგინოს დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროს თავისებურებები.

ტრენინგზე განსახილველი თემები:

** ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლის საერთაშორისო სისტემა და ხელმისაწვდომობა, გამოწვევები;
** სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური ბრუნვის სამართლებრივი საფუძვლები (საერთაშორისო და ეროვნული);
** სანებართვო საქმიანობის ტიპები, ნებართვის გაცემის პრინციპები;
** სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის , გაცემისა და გამოყენების წესები (თეორიული და პრაქტიკული საკითხები), მათი დოკუმენტირების მნიშვნელობა;
** სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ასპექტები;
** ინდივიდუალური საჭიროებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის და გატანის წესები;
** სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროს ორგანიზაციული თავისებურებები;
** შესაბამისი სასწავლო-პრაქტიკული ქეისები.

ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ჯანდაცვის მენეჯერების, ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები) აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის, გაცემისა და გამოყენების პრაქტიკულ საკითხებთან.

სწავლების მეთოდები:

** სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სალექციო-პრაქტიკული, აგრეთვე ჯგუფური დისკუსიები. ქეისების განხილვა. სიტუაციურ ამოცანებზე კრიტიკული ანალიზის წარმოდგენა.
** შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, წერითი გამოკითხვა.

ტრენინგის შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები:

** საფუძვლიანად გაეცნობიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური ბრუნვის სამართლებრივ საკითხებს;
** პრაქტიკული უნარების დონეზე აითვისებენ სანებართვო საქმიანობის ტიპებს, ნებართვის გაცემის პრინციპებს, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვის, აღრიცხვის, დანიშვნის, გამოწერის , გაცემისა და გამოყენების თეორიულ წესებსა და პრაქტიკული საკითხებს;
** საფუძვლიანად გაეცნობიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებულ ასპექტებს, მათი პრაქტიკულად განხორციელების გზებს, აგრეთვე, ინდივიდუალური საჭიროებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის და გატანის წესებს.

ადამიანური რესურსი:

** ელზა ნიკოლეიშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
** ნანა შაშიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი;
** თინა ტურძილაძე - ფარმაცევტული პოლიტიკის და ფარმაკოეკონომიკის მკვლევარი-ანალიტიკოსი;
** სოფიკო ღვინიანიძე - წამლის რეგისტრაციის და ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერი კომპანია გედეონ რიხტერის საქართველოს წარმომადგენლობაში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამის PhD სტუდენტი.

კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს. სამუშაო დღეები - შაბათი და კვირა. 10.00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

მსმენელებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ ტრენინგის სასწავლო მასალები და ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით.

კურსი ჩატარდება 2018 წლის 31 მარტს - 1 აპრილს.
რეგისტრაციის ვადა 2018 წლის 30 მარტის 16:00 საათამდე.

კურსის ღირებულება 280 ლარი. გადახდა ხდება საბუთების ატვირთვასთან ერთად. გადარიცხვა წარმოებს ნებისმიერი ბანკიდან.

სასერთიფიკატო კურსის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge აპლიკანტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:

** CV
** პირადობის მოწმობის ასლი
** უმაღლესი განათლების სერთიფიკატი
** სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

საკონტაქტო პირი: ელზა ნიკოლეიშვილი
ელფოსტა: e.nikoleishvili@ug.edu.ge
მობ.: 591 006037
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე