HR ადმინისტრირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: HR ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, 2011 წლის მეორე ნახევარში კი დაიწყო აქტიური განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 112 მაღაზიას თბილისისა და რუსთავის მასშტაბით და წლის ბოლომდე გეგმავს მნიშვნელოვნად გაფართოებას. განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ ადამიანურ რესურსებს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** თანამშრომლის დაქირავებასთან, შრომითი ურთიერთობების ცვლილებასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციების ადმინისტრირება დადგენილი წესის მიხედვით;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მათი მუდმივი განახლება;
** პერსონალის დასწრებების მონიტორინგი;
** ხელფასისა და დამატებითი სარგებლის პროგრამის ადმინისტრირება
** პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლების მიზნით ფუნქციონალური მოთხოვნების ჩამოყალიბება;
** სხვადასხვა ანგარიშგებების დამუშავება მოთხოვნის შესაბამისად;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სავალდებულო);
** იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავალდებულო);
** იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო)
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა (სასურველი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) (სავალდებულო)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველი)

უნარ-შესაძლებლობები:

** ანალიტიკური უნარი
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** ინფორმაციის ანალიზის და დამუშავების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge

აუცილებელია ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე