ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. "თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ციფრულ არხებში სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების მონიტორინგი პროდუქტების ჭრილში, დასახული გეგმების განხორციელებას და კონტროლს;
** მჭიდრო თანამშრომლობა ციფრული არხების გუნდთან -დიზაინერთან, კოპირაიტერთან და დიჯიტალ მარკეტერებთან;
** ახალი იდეების გენერირება ციფრულ არხებში პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების თვალსაზრისით.
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
** Facebook-ისა და Adwords-ის კამპანიების წარმოების გამოცდილება
** Google Analytics-ის საფუძვლიანი ცოდნა
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული მარკეტერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე