ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
თანდართული ფაილი: 165268-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიკის, მათემატიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭებათ მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების ძალიან კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** ლოგიკური აზროვნება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** განვითარების სხვადასხვა სცენარების დამუშავება და მათი სისტემატიური ანალიზი;
** სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესების/პროექტების ინიცირება: ფილიალების განვითარება, ბიზნესის შეძენა/შერწყმა და ა.შ;
** ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი;
** ბაზრისა და რისკების მრავალმხრივი ანალიზი;
** ბიზნესის ახალი მიმართულების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი, ინვესტიციების შეფასება;
** განხორციელებული პროექტების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების მომზადება და მენეჯმენტისთვის გაცნობა;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან;
** პროექტების ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლები სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი და რეპორტინგი;
** პრეზენტაციების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ბელიაშვილის ქ. N142.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 5 მარტი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე