ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
თანდართული ფაილი: 165267-amboli-app.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიკის, მათემატიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭებათ მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების ძალიან კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** ლოგიკური აზროვნება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, შეფასება, გაანალიზება და მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** ბიზნეს პროცესის შესწავლის საფუძველზე ახალი პროექტების დაგეგმარება და გაწერა;
** ბიზნეს პროცესის აღწერილობის მომზადება დიაგრამის ან/და სტანდარტული ტექსტური ფორმით;
** ბიზნეს პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი/განახლებული ბიზნეს პროცესების მოდელირება;
** IT პროექტებში მონაწილეობის მიღება. მათი ბიზნეს პროცესებზე მორგება და ცვლილებების მომზადება IT პროექტის შესაბამისად;
** ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/განვითარებაში აქტიური მონაწილეობა;
** mockup-ების გაკეთება და პირველადი დოკუმენტაციის წარმოება;
** განვითარების სხვადასხვა სცენარების დამუშავება და მათი სისტემატიური ანალიზი;
** სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესების/პროექტების ინიცირება: ფილიალების განვითარება, ახალი მიმართულებების დაწყება და ა.შ;
** ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდების მუდმივი მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ბელიაშვილის ქ. N142.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 5 მარტი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე