სესხის ოფიცერი - ზესტაფონი, ფოთი, სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - ზესტაფონი, ფოთი, სენაკი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ზესტაფონი/ფოთი/სენაკი

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები აღნიშნული მიმართულებით უწყვეტი 1 წლის გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში: პირველივე თვიდან 375 ლარი;
** ანაზღაურება 3 თვის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 250 დოლარის ექვივალენტი ლარში;
** ანაზღაურება 6 თვის შემდეგ: 800-1300 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში: პირველივე თვიდან 125 ლარი;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ credo.ge-ზე სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე ("ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია), ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მაგ. "სესხის ოფიცერი გორში").

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე