აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 3 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ
თანდართული ფაილი: 165196-ug-details.zip
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ორთოდონტიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ოფთალმოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქიმიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ნევროლოგიის მიმართულებებით (1 ვაკანსია)
** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ჰისტოლოგია-ემბრიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
** ფოტოსურათი (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი;
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);

საბუთები წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც.

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სამეცნიერო ნაშრომები;

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პროექტორთან მუშაობის უნარი;
** პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე. კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 5 და 6 მარტს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №516.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 7 მარტს.

კანდიდატებს კონკურსის წინასწარი შედეგები ეცნობება დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2018 წლის 9 მარტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 13 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე