საგრანტო კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 3 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ
თანდართული ფაილი: 165189-RFA 036.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეყწობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, Zrda პროექტი აცხადებს საგრანტო პროგრამას No 036-1008-002-S-2018 ახმეტის მუნიციპალიტეტში ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრები პირებისათვის.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შევსებული აპლიკაცია არაუგვიანეს 2018 წლის 5 მარტისა, 17:00 სთ.

გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის No 036-1008-002-S-2018 თქვენი ელ. წერილის სათაურში.

დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე