დახმარება საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დახმარება საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 3 თებ / განახლდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 1 თებ
თანდართული ფაილი: 165187-zrda-aps.zip
USAID ზრდა პროექტი საქართველოში, რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინტერნეიშენალ", აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას "ზრდა პროექტის" სამიზნე თემებში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და "ზრდა პროექტის" სამიზნე საწარმოო ჯაჭვების წამყვანი ფირმების საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განსახორციელებლად.

ტექნიკური დახმარება, ბისნეს საკონსულტაციო მომსახურების საფასურის თანადაფინასების სახით, მიზნად ისახავს ფინანსებზე და ახალ, მათ შორის საექსპორტე ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას, ასევე თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვის წახალისებას, რაც გაზრდის ბენეფიციარი კომპანიის გაყიდვების მოცულობას, აამაღლებს მომგებიანობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გრანტები გაიცემა USAID-ისა და აშშ-ის სამთავრობო რეგულაციების, ასევე ზრდა პროექტის გრანტების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

განცხადების გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ "APS N035-1010-002-S-2018".

განაცხადების წარდგენის ვადა: 1 თებერვალი, 2019 (გრანტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება განაცხადების მიღებისთანავე თანმიმდევრულად, ფინანსური რესურსის ამოწურვამდე).

სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე