პრისელერი - თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი - თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 3 თებ / ბოლო ვადა: 3 მარ
კომპანია "ჯეოსტარი" დაარსდა 1995 წელს და დაარსების დღიდან არის საქართველოს სადისტრიბუციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია.

შპს "ჯეოსტარი" არის შემდეგი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი: BIC, Molfix, Molped, Papia, Familia, Bingo, Avedov, Zlato, Bonduelle, Pagani, Pompea, Sisi და ა.შ.

კომპანია აცხადებს ვაკანსია პრისელერის (გაყიდვების აგენტი) პოზიციაზე თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში.

გაითვალისწინეთ: აუცილებელია ბინის უზრუნველყოფაში ჩადება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა
** აუცილებელია ავტომანქანის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ქსელის მართვა, შეკვეთების მიღება;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** კომუნიკაბელური, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 500-1500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: office-manager@geostar.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე