სათბურის თანამშრომელი - პოლონეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სათბურის თანამშრომელი - პოლონეთი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 2 თებ / განახლდა: 15 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
თანდართული ფაილი: 165152-iom-app.zip
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთში. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სავიზო მოსაკრებელი - 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა - 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი, ასევე თანხა ანგარიშზე) ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და IOM არ იღებს პასუხისმგებლობას მის შინაარსთან დაკავშირებით. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

ვაკანსია: სათბურის თანამშრომელი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: პოლონეთი, პავონკოვი, სოფ. გვოზდზიანი.
სამუშაოს აღწერილობა: მუშაობა სათბურში, პომიდვრის დარგვიდან მის წარმოებამდე - ნერგის მოვლა და ნაყოფის მოკრეფა.

დამატებითი ფუნქციები:

** პომიდვრის დახარისხება;
** მცირე სატრანსპორტო სამუშაო (6-10 კგ ყუთების ხელით გადატანა);
** სამუშაო ადგილის დასუფთავება (დაგვა, გარეცხვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმალური გამოცდილება სათბურში მუშაობისა
ჯანმრთელობის მოთხოვნა: გასათვალისწინებელია, რომ მუშაობა ხდება მაღალ ტემპერატურაზე და 3 მეტრზე სიმაღლეზე

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში 5 დღე; ცვლების გარეშე:

** დღეში - 8 სთ (კვირაში - 40 სთ); დილის 6.00 - 14.00-დე
** შესვენება - 30 წთ.
** დასვენების დღეები - 2 დღე კვირაში ( შესაძლებელია შაბათ-კვირასაც მუშაობა, მომუშავეს სურვილისდა მიხედვით) + ოფიციალური დასვენების დღეები (კანონის მხედვით)
** დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

ანაზღაურება: 450 ევროდან.

საცხოვრისით უზრუნველყოფა: სამუშაო ადგილთან ახლოს უფასო საცხოვრისი უზრუნველყოფილია.

ჯანდაცვის დაზღვევა:

** სამედიცინო დაზღვევა გათვალისწინებულია
** ასაკი: 30-45 წლის
** სქესი: მდედრობითი
** ენა: რუსული (საბაზისო დონეზე)
** გამოცდილება: სათბურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოთი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ (რეზიუმეს ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

რეზიუმეში უნდა ჩანდეს თქვენი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო წარმოების (განსაკუთრებით სათბურში მუშაობის) სფეროში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამუშაო დღეებში, 9-დან 17 საათამდე შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; მობ.: 577 43 46 44.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე